29 მაისს ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან ავარია მოხდა, შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
„მათი მდგომარეობა სტაბილურია, ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდებათ“, – აცხადებენ კლინიკაში.
შსს–მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე

