თბილისში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევა ჭილაძის 166 ნომერში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟოვნამ გამოივია.
მომხდარის შემდეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „კურიერს“ განუცხადეს, აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია.
მომხდარზე განცხადება გაავრცელა კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისმა,“ რომელშიც აღნიშნულია, რომ აფეთქების მიზეი სავარაუდოდ, ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა.
“აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.
მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
“კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს,”-აღნიშნულია განცხადებაში.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, აფეთქება ბინაში კუსტარულად შეყვანილმა გაზმა გამოიწვია.
რუსთავი 2

