რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, მოდებაძის ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად ერთმანეთს „ბეემვეს“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახა, შემდეგ კი „ბეემვეს“ მარკის ავტომობილი გზაზე გაჩერებულ „მერსედესს“ დაეჯახა. სრული დეფორმაცია განიცადა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილმა, მაშველებს დაშავებული მძღოლის გადმოსაყვანად კარის სპეციალური ტექნიკით გახსნა დასჭირდათ. დაშავებული მძღოლი კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.
ბეემვეს მარკის ავტომობილი თხევად გაზზეა, რის გამოც უსაფრთხოების მიზნითა ადგილზე მისულია სახანძრო- სამაშველო ჯგუფიც.
“ნიუპოსტი” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

