ბათუმში 13 წლის გოგოს ეძებენ

ბათუმში 13 წლის გოგოს ეძებენბათუმში 13 წლის გოგოს ეძებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში ოჯახის წევრების მხრიდან შეტყობინება 1 მაისს შევიდა.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 13 წლის მოსწავლე 1 მაისს სკოლაში არ ყოფილა, იგი არდადეგების შემდეგ სკოლაში არ გამოცხადებულა.

სამართალდამცავები სამძებრო სამუშაოებს შეტყობინების შესვლისთანავე აწარმოებენ.