ბუდაპეშტში, პარლამენტის წინ, ერთმანეთს კატარღები შეეჯახა – 7 ადამიანი დაიღუპა

ბუდაპეშტში, პარლამენტის წინ, ერთმანეთს კატარღები შეეჯახა - 7 ადამიანი დაიღუპაბუდაპეშტში დუნაიზე კატარღები შეეჯახა ერთმანეთს.

უნგრული პრესის მიერ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 7 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ ორგემბანიანი, 45 ადგილიანი კატარღა “Hableany” (ქალთევზა), მასზე მყოფი 33 კორეელი ტურისტით და 2 უნგრელით, ბუდაპეშტის ცენტრში, უნგრეთის პარლამენტის წინ იყო გაჩერებული, როდესაც მას მეორე ტურისტული კატარღა შეეჯახა. შეჯახების შედეგად “Hableany” გადაბრუნდა და მასზე მყოფები დუნაიში აღმოჩნდნენ. მაშველებმა 19 კაცი (მათგან 7 დაღუპული) ამოიყვანეს წყლიდან, 16 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

შემთხვევა საღამოს, 22:00 საათზე მოხდა და სიბნელესთან ერთად ძებნით სამუშაობებს, რომელიც ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა, ართულებს ის გარემოება, რომ ხანგრძლივი წვიმების გამო მდინარეში წყლის დონე და დინების სიჩქარე მომატებულია და ამასთან ერთად, ქრის ძლიერი ქარი. შიშობენ, რომ დაკარგულთა გადარჩენის შანსები ცივ წყალში ხანგრძლივი დროის მანძილზე ყოფნის გამო, სულ უფრო და უფრო მცირდება.

აიპრესი