ეკა ბესელიამ ახალი პარტია შექმნა – მასთან ზვიად კვაჭანტირაძე და გედი ფოფხაძე იქნებიან

ეკა ბესელიამ ახალი პარტია შექმნა - მასთან ზვიად კვაჭანტირაძე და გედი ფოფხაძე იქნებიანეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს. „ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა საგანგებო განცხადება გააკეთა და გუნდის წევრები წარუდგინა საზოგადოებას.

ეკა ბესელიას გუნდში გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე იქნებიან.

„ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია და რომლის დადებითად დაძლევის და გადაწყვეტის არერთგზის ისტორიული გამოცდილებაც არსებობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა სამართლიანობისთვის,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, სამართლიანობის იდეა იყო ის ბარიერი, რის გამოც „ქართულ ოცნებასთან“ მათი გზები გაიყო. აქედან გამომდინარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ სამართლიანობა არის იდეა, რომლის ირგვლივაც მისი გუნდი ერთიანდება.

„ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა დაეფუძნება კონცეფციას, რომელიც დგას ფუნდამენტურ ტრიადაზე, მე არ დავუკარგავ ამ საავტორო უფლებას პროფესორ მინდია უგრეხელიძეს, ეს არის ცნობილი ტრიადა, რომლითაც უნდა იყოს აგებული სახელმწიფო. ეს არის სიმართლე, როდესაც ფაქტები უცთომლად, ისე როგორც ის არის, შეფასება და ამ მოცემულობას იღებ, როგორც არის, სამართალი, რომლითაც უნდა გადაწყვიტო ყველა პრობლემა, ყველა საკითხი, ყველა მიმართულება და სამართლიანობა, როგორც მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიო.

ეს არის სწორედ ის მთავარი კონცეფცია, რომელზეც უნდა იდგეს ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა, იდეოლოგიით, რომელიც დაეფუძნება ცენტრისტულ მიმართულებას და იქნება ევროპული კონსერვატიზმის მიმართულებით. ჩვენი საგარეო კურსი ქვეყნის არჩეული, მიგვაჩნია, რომ ის უნდა იყო შეუქცევადი და საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე უნდა მიდიოდეს მტკიცედ და სწრაფად და ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ეფუძნებოდეს ეროვნულ ფუნდამენტურ ღირებულებებს, მის პატივისცემას და მის დაცვას,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

რუსთავი 2