პროდიუსერი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„რამდენიმე წლის წინ ქუჩაში ძველი მეგობარი შემხვდა – ნასვამი იყო ისიც და მეც.
გაგვეხარდა ერთმანეთის ნახვა.
სახლში მივდიოდი, მაგრამ ძალიან მთხოვა ჩემთან ავიდეთ ახალ სახლში არ ხარ ნამყოფიო. თან ცოლი ჰყავდა ახალი მოყვანილი. მე კი ქორწილში არ ვყოფილვარ და მეთქი ბარემ ცოლსაც გავიცნობ-თქო და წავყევი.
გვიანი იყო.
ავედით.
შევედით.
ახლავე ცოლს გავაღვიძებო.
აღარ ვიუარე, მაგიტომ ვიყავი ასული.
შევიდა.
გამოვიდა-გამოვა ახლავეო.
ცოტა ვღელავ, ამ შუაღამისას მივადექი ეს უცხო ადამიანი და ჩემს გამო გაღვიძება მოუწია.
მოვემზადე.
ფეხის ხმა მესმის.
ავდექი, რომ მივესალმო.
და უცებ გამოდის ამის ცოლი, რომელიც არის ჩემი სხვა მეგობრის ცოლი
გა მოვ ყ@ე ვდი“.