გორში მანქანა მე-5 კლასელ გოგონას დაეჯახა

გორში მანქანა მე-5 კლასელ გოგონას დაეჯახაგორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეხუთეკლასელი გოგონა დაშავდა. შემთხვევა რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

დაშავებული მოზარდი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, ცოტა ხნის წინ კი, თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მძღოლის ვინაობა ცნობილია, გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.