ავტოსაგზაო შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე – კინო საქართველოსთან მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, სატვირთო ავტომობილი მაღაზია „სუფთა სახლის“ ვიტრინას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მაღაზიაში არავინ დაშავებულა, თუმცა მსუბუქი დაზიანება მიიღეს ტროტუარზე მყოფმა სამმა ადამიანმა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.