იურგენ კლოპი: ”ფეხბურთი ყოველთვის სამართლიანი არ არის”

იურგენ კლოპი: ”ფეხბურთი ყოველთვის სამართლიანი არ არის”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბარსელონასთან მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ფეხბურთი ყოველთვის სამართლიანი სპორტი არ არის და ლივერპული 0:3 ის წაგებას არ იმსახურებდა.

კლოპის აზრით მის გუნდს შეუძლია ენფილდზე სასწაულის მოხდენა: ”ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან მათ კარგად ითამაშეს, მაგრამ ბარსელონას მესი ჰყავს და ეს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. ბარსელონას წინააღმდეგ უფრო უკეთესად თამაში შეუძლებელია. ენფილდზე ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ დავნებდებით”.