კასილასი ფეხბურთს სავარაუდოდ ვეღარ ითამაშებს

კასილასი ფეხბურთს სავარაუდოდ ვეღარ ითამაშებსმადრიდის რეალის ყოფილი მეკარე იკერ კასილასი ამჟამად საავადმყოფოშია, რადგან მას პორტოს ერთ-ერთ ვარჯიშზე მცირე ინფაქტი მოუვიდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კასილასის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ სავარაუდოდ მას საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუწევს.

კასილასის ჯანმრთელობისთვის ისევ მოედანზე გამოსვლა სახიფათო იქნება, ამის შესახებ ექიმებმა ისაუბრეს. იკერი 37 წლის არის და 1999-2015 წლებში ის რეალის ძირითადი მეკარე იყო, 2015 წელს კი მან პორტოს მიაშურა, რომელიც როგორც ჩანს მისი ბოლო გუნდი იქნება.