ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილი წევრი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა 74%-ით იმარჯვებს. ამის შესახებ Reuters-იტყობინება საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელმაც ხმების მეოთხედი დათვალა.
ნაუსედას მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ინგრიდა შიმონიტეამ 26% მოაგროვა.
პირველ ტურში, რომელიც 12 მაისს გაიმართა, შიმონიტეამ ამომრჩეველთა ხმების 31,13% მიიღო, ლიეტუვური ბანკის, SEB-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა გიტანას ნაუსედამ – 30,94%. მან პირობა დადო, რომ მოქმედი პრეზიდენტის კურსს განაგრძობს.
ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობს ქვეყნის ახლანდელი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, რადგან ის ორი ვადით უკვე აირჩიეს და მესამედ კენჭისყრის უფლება აღარ აქვს.
იმედინიუსი

