მომღერალი და ევროვიზია 2019-ის ჟიურის წევრი მარიკო ლეჟავა, ევროვიზიის კონკურსზე შეფასებებთან დაკავშირებულ ბრალდებებს სოციალური ქსელში ეხმიანება და კრიტიკოსებს პასუხობს.
მარიკო ლეჟავას კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
„ორი დღეა ვდუმვარ მართლა, აი ვდუმვარ ამ საზიზღრობაზე რაც ჩემს გარშემო ხდება! მართლა არ ვიცი ამხელა ზიზღი საიდან გაქვთ დაბუდებული აი ვერაფრით გამიგია. ქართველის გვერდში დგომას რომ ამბობთ! აი რომ გაკივით ამ ფრაზას ოთო ქართველი არ იყო?თუ ფრანგი იყო??? თქვენი წარმომადგენელი სანამ წავიდოდა მაქამდე გაანადგურეთ გინდა მორალურად გინდა სულიერად! თქვენ არ ხართ ეგ ქართველები??? არცერთი ცუდი და სალანძღავი სიტყვა არ დაგიშურებიათ „ქართველისთის“ და ახლა არის ქართველის გვერდში დგომა პირველი და წმინდა?? ან ის ადამიანები ვიზეც ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მსგავს კომენტარს გააკეთებდა რაზე ფიქრობთ ან რას აკეთებთ საერთოდ? რას ამტკიცებთ ჩემი გალანძღვით.. თქვენი ნებაა აბსოლიტურად რას იტყვით ჩემზე ან ჩემს უნიჭობაზე! მაგრამ მე ვიჯექი ჟიურის სკამზე მე მეჭირა პასტა ხელში და მე დავწერე ქულა! არავის საქმე არ არის მე რა გავაკეთე როგორც სწორად ჩავთვალე ისე მოვიქეცი.. არანაირი შური და ბოღმა არ მამოძრავებდა უბრალოდ ვინც მიცნობს მათ ხომ იციან და აი ვინც არ მიცნობს ეგ ნაკლებად მადარდებს.. ცხოვრებაში არასდროს შური და ბოღმა არ მამოძრავებდა და არასდროს შემიპყრობს ეგ გრძნობა რასაც ბევრზე ვერ ვიტყვი.. მარტივად ხელწამოსაკრავი ვარ? აი ისე ძალიან ცდებით რომ მეტი არ შეიძლება.. ეს ის დრო იყო აი კაკრას მეგობრობით და ახლობლობით რომ ხდებოდა ყველაფერი თქვენი დრო.. და მე იმიტომ ჩამქოლეთ რომ კარგ მუსიკას მივეცი ხმა? დაე! კიდევ იგივენაირად მოვიქცეოდი იმ დღეს რომ დამაბრუნა.. ძალიან მართალი ვარ ჩემს თავთან და სინდისიც არ მაწუხებს.. შეგიძლიათ ყველა ბრუნვაში გამლანძღოთ და ყველაფერი მიწოდოთ არაფერი მაქვს სამტკიცებელი.. მუსიკა ძალიან მიყვარს მეტი რომ არ შეიძლება ისე.. მაპატიეთ რომ მიკერძოებული არ ვიყავი“ – წერს მომღერალი და ევროვიზია 2019-ის საქართველოს პროფესიონალური ჟიურის წევრი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ევროვიზიის კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილეობდა. მან ფინალურ შოუში, საქართველოდან უმაღლესი 12 ქულა მაყურებელთა ხმებით, ხოლო 6 ქულა ჟიურის შეფასებით მიიღო. ევროვიზია 2019-ის ჟიურის წევრები წელს: ხათუნა კობერიძე, ლადო ტატიშვილი, მარიკო ლეჟავა, ბორის შხიანი და ლევან აბშილავა იყვნენ.
პრაიმ ტაიმი