რამდენიმე წუთის წინ ლეი მესი ტვიტერში გამოეხმაურა იკერ კასილასის ჯანმრთელობის პრობლემას და მას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
ლივერპულის 3:0 დამარცხების შემდეგ მესის არც კასილასი დაავიწყდა, რომელიც წლების მანძილზე ბარსელონას მთავარი მეტოქის, მადრიდის რეალის მეკარე იყო და რომელსაც 1 მაისს პორტოში ვარჯიშის შემდეგ გულის შეტევა მოუვიდა.
“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იკერ კასილასს მოკითხვა გავუგზავნო. მას სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ” – დაწერა მესიმ ტვიტერში.
იკერ კასილასს ვარჯიშზე გულის შეტევა მოუვიდა – ის კლინიკაშია გადაყვანილი

