საქართველოს მესამე პრეზიუდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიდის, აეროპორტში გადაღებულ კადრებს სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. სააკაშვილმა ეს მას შემდეგ მოახერხა, რაც უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. უკრაინის მოქალაქეობა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვა. ოფიციალურ მიზეზად მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოდესის ყოფილი გუბერნატორის მეირ კონსტიტუციის მე-19 მუხლის დარღვევას ასახელებდა, რომლის მიხედვით, სააკაშვილმა ანკეტის შევსების დროს არასწორი ინფორმაცია მიუთითა.
ნიუპოსტი
https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/2432233747004554/

