მოურისიო პოჩეტინო: ”ამსტერდამში შეიძლება ყველაფერი მოხდეს”

მოურისიო პოჩეტინო: ”ამსტერდამში შეიძლება ყველაფერი მოხდეს”ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა მოურისიო პოჩეტინომ განაცხადა რომ მის გუნდს აქვს შანსი აიაქსთან და ერთ შეხვედრაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. პირველი შეხვედრა ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე 0:1 წააგო და ფინალში გასასვლელად მათ ამსტერდამში აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ:

”პირველი შეხვედრა ცუდად ჩავატარეთ და დამსახურებულად დავმარცხდით. ამჯერად შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს და ყველა ფეხბურთელს ეს კარგად ესმის”.