ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”მომავალი სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ”

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”მომავალი სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ”მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ ეს სეზონი მისმა გუნდმა მალე უნდა დაივიწყოს და შემდეგი სეზონისთვის მოემზადოს. სოლსკიაერის აზრით მანჩესტერს შეუძლია პროგრესირება:

”სეზონის ბოლო ნაწილი ჩვენთვის ძალიან ცუდი გამოდგა, მაგრამ მომავალს მაინც იმედით ვუყურებ. ჩვენ შეგვიძლია პროგრესირება უბრალოდ სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ზაფხულში ბევრ ვიმუშავებთ და სეზონის დასაწყისს სათანადოდ მომზადებული შევხვდებით”.

უკვე ცნობილია რომ მანჩესტერ იუნაიტედი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში არ ითამაშებს.