ფოთში მეთევზე ტბაში დაიხრჩო

ფოთში მეთევზე ტბაში დაიხრჩოფოთში, გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი  თევზაობდა, როდესაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. მაშველებმა მისი ცხედარი უკვე იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, ადგილზე ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც შსს-ში „პრაიმტაიმს“განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი