ფულით სავსე ინკასაციის მანქანას ხაშურთან ავარია მოუვიდა

ფულით სავსე ინკასაციის მანქანას ხაშურთან ავარია მოუვიდაინკასაციის მანქანას, რომელსაც ფული გადაჰქონდა, ხაშურთან ავარია მოუვიდა.

„ნიუპოსტის“ ცნობით, ერთმანეთს „პიკაპი“ და „ჰონდას“ შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია მუშაობს.

როგორც „ნიუპოსტს“ შსს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული მუხლით დაიწყო.