ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა მოურისიო პოჩეტინომ აიაქსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს ჯერ ბოლომდე შანსი არა აქვს დაკარგული და მათ ფინალში გასვლა შეუძლიათ, თუმცა ამისთვის გაცილებით უკეთესი თამაშის ჩვენებაა საჭირო:
”თავიდან ცუდად დავიწყეთ და მეტოქემ ამით ისარგებლა. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნამ ჩვენზე ცუდად იმოქმედა. ხელი ჩაქნეული არ გვაქვს და ამსტერდამში მხოლოდ მოსაგებად ჩავალთ”. ლონდონში აიაქსმა 1:0 მოიგო, ხოლო განმეორებითი შეხვედრა კი 8 მაისს ჩატარდება.

