ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავის ავტობაზრობაზე.
ერთმანეთს “ბეემვეს”, “მიცუბიშის”, “ტოიოტასა” და “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.