რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა.
ავარია მეგობრობის გამზირზე, გმირთა მემორიალთან მოხდა. ერთმანეთს სუძუკის და ტოიოტას მარკის ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად სუძუკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.
დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოოში გადაიყვანეს.
როგორც ინფო რუსთავს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს დედა-შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ინფორუსთავი

