ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე.
ერთმანეთს “ბეემვეს” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შემდეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად 42 წლამდე ქალი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა ” რუსთავში ” გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
ინფორუსთავი