რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში მე-2 საშუალო სკოლაში დღეს დილით ხანძარი გაჩნდა, მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა როგორც დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების უწყება იტყობინება, ცეცხლმა სახურავის კონსტრუქცია დააზიანა და არსებობს მისი ჩამონგრევის საფრთხე.
მთლიანობაში ხანძარი 1500 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული.
ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
ნიუპოსტი