მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ევროვიზიის შედეგებს და თამთა გოდუაძისთვის ქართველი ჟიურისგან 6 ქულის დაწერას მწვავედ აკრიტიკებს.
მომღერალი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საქართველომ თამთას 6 ქულა, ჩეხეთს კი 12-დაუწერა.
” საქართველოს ჟიურის თამთასთვის 6 ქულა დაუწერია ევროვიზიაზე და ჩეხეთისთვის 12. არ ვიცი ვინ ხართ, მაგრამ ძაან ტეხავს. ყველა მხრივ ესეთი სიქაჯე ტეხავს!” – წერს სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი გახდა. მან ჟიურისა და მაყურებლის ქულათა ჯამით საუკეთესო შედეგი მიიღო.
მეორე ადგილზე გავიდა შვედი მომღერალი. მესამე – კი, რუსეთის წარმომადგენელი .
ევროვიზიის ფინალში 26 ქვეყნის წარმომადგენელმა იმღერა.
კონკურსის წესების მიხედვით, თითო ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა, სადაც მათ დიდი ხუთეულის ქვეყნები შეუერთდნენ, რომლებიც კონკურსის დამფუძნებლები არიან (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი) და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ისრაელი.
პირველი ნახევარფინალი 14 მაისს გაიმართა. პირველი ნახევარფინალიდან ფინალში მოხვდა: საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან-მარინო, სლოვენია. მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნები იყო: ჩრდილოეთ მაკედონია, ნიდერლანდები, ალბანეთი, შვედეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, დანია, ნორვეგია, შვეიცარია და მალტა.
ნიუპოსტი