ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით მონაწილეობადა. მან ფინალში, საქართველოდან უმაღლესი 12 ქულა მაყურებელთა ხმებით, 6 ქულა კი ჟიურის შეფასებით მიიღო.
ევროვიზია 2019-ის ჟიურის წევრები ხათუნა კობერიძე, ლადო ტატიშვილი, მარიკო ლეჟავა, ბორის შხიანი და ლევან აბშილავა იყვნენ.
ევროვიზიის ფინალის შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის მუსიკოსებმა, დიდი უკმაყოფილება გამოხატა ქართველი მომღერლის 6 ქულით შეფასების გამო.
თამთა გოდუაძე სოციალურ ქსელში სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება.
“ჩემო კარგებო მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა იცოდეთ , რომ არც ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია, იმაში რომ ჩემს გვერდით დადგებოდით! უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის. არ გაქვთ პირადად ჩემთან საბოდიშო არაფერი. ვწუხვარ, რომ ხუთმა, ათმა (თუ რამდენიც იყვნენ) ადამიანმა თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან, და ვწუხვარ ყველაზე მეტად იმაზე, რომ მე მომიწევს ამ 5/10 ადამიანის გამო ჩემი ქვეყნის და ერის მართლება ძირითადად ბერძნებთან, კვიპროსელებთან (და არა მხოლოდ). მე ამასაც კარგად მოვახერხებ. თქვენ არ ინერვიულოთ!
გიყვარდეთ ერთმანეთი!” – წერს თამთა გოდუაძე.
ნიუპოსტი