3 მაისს თბილისი-ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოჰყვა.
თბილისიდან გამოსულ ავტობუსს სამტრედიაში სოფელ დაფნართან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი მანქანა დაეჯახა, რომელიც გზაზე მოცურდა. მას დაჯახების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად არის დამწვარი.
ავტობუსი სერიოზულადაა დაზიანებული, მგზავრები არ დაშავებულან.
ავტობუსის მძღოლი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
“ოპელში” მჯდომი სამივე მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სამტრედიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის 276 – ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გურიის მოამბე