თელავში ავარიის შემდეგ მოცურებული მანქანა ქვეით მამაკაცს დაეჯახა და მოკლა

თელავში ავარიის შემდეგ მოცურებული მანქანა ქვეით მამაკაცს დაეჯახა და მოკლაავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლისა და სულხანიშილის ქუჩების კვეთაზე მოხდა. “ტოიოტას” და “ნისანის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შემდეგ ერთ-ერთი მოცურდა და გაჩერებაზე მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავდა მძღოლი ქალი, რომელიც ტოიოტას მართავდა. ის მსუბუქი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მაშველები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

რუსთავი 2