თინა ხიდაშელი – საქართველოს მთავრობა, რევოლუციას ითხოვთ!

თინა ხიდაშელი - საქართველოს მთავრობა, რევოლუციას ითხოვთ!თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:

“ზუსტად 24 საათი არ მინახავს ახალი ამბები და აგერ მეგობრები მიყვებიან:
1. რუსთავი 2-ში დროებითი მმართველი შევაო;
2. “უკვდავთა პოლკმა” აქციებზე თანხმობა მიიღო თბილისის მერიიდან, მაშინ როცა ბელორუსში და ყაზახეთშიც კი უარი უთხრესო;
3. საბჭოთა კავშირს უმღერებთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში 9 მაისსო;
4. მაჩალიკაშვილს სავაუდოდ დაიჭერენ ტერორიზმის ბრალდებითო; არა მისი შვილის მკვლელობაზე ჯერ კიდევ არაფერი უთქვამთო;
5. იმ ბედკრული სიის მოსამართლეებს უთქვამთ არ გამოვრიცხავთ ახალ სიებში ვიყოთო;
6. არა, შსს-ს არაფერი უთქვამს, კი აღარა ყველამ ერთად და ცალკლცაკლე პანკისში შეგვეშალაო, მაგრამ მოსახლეობის წინააღმდეგ სპეცრაზმის შეყვანაზე ჯერ არავისი პასუხისმეგბლობის საკითხი არ დამდგარა;
7. ახალი გმირი გვყავს ქობულია, ნუ ცოტა ხნით მაინც სანამ ისევ მოსკოვს მისცემს თავსო;
8. არა, არც თავდაცვას უთქვამს არაფერი ამხელა თავყრილობა რომ გაიმართა და აქციები დაუანონდეს აბსოლუტურ ტყუილებზე;
მართლა 41-მდე ხომ არ ჩამოვწერ და მართლა რევოლუციას ითხოვთ, შრომობთ ამისთვის, თუ როგორ არის თქვენი საქმე საქართველოს მთავრობა| Government of Georgia პრინციპში თქვენ კი არავინ არაფერს გეკითხებათ მაგრამ მაინც“.