ვარკეთილში 4 უცხოელი ბავშვი მხუთავი აირით მოიწამლა

ვარკეთილში 4 უცხოელი ბავშვი მხუთავი აირით მოიწამლათბილისში ოთხი არასრულწლოვანი მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლა. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. აირმა, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებლიდან გაჟონა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, შესაბამისი ექსპერტიზა დანიშნულია, რის შემდგომაც დაზუსტდება, რამ გამოიწვია ბავშვების აირით მოწამვლა. ამ ეტაპზე ოთხივე არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად მოწამლულები უცხოელები არიან. მათივე ცნობით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.