ზესტაფონში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა – მანქანა ხეს შეეჯახა

ზესტაფონში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა - მანქანა ხეს შეეჯახაზესტაფონში, სოფელ ზოვრეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლით დაიწყო.