რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ზესტაფონში, დღეს მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი მ.ბ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ზესტაფონში რკინიგზის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის საწყობში 2 მუშა დღეს დაშავდა, ხიდებისა და გვირაბების ბრიგადირს (მ.ნ.) და მჭედელს (მ.ბ) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რელსები დაეცათ, გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დასაწყობებული მასალების ჩამოშლას მოჰყვა.
ორივე დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვნეს. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე იყო და მას ოპერაცია უტარდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

