ზუგდიდში ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვესზუგდიდში, ფაიფურის დასახლების ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

1955 წელს დაბადებული მამაკაცი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეზობლებმა სამართალდამცველები გამოიძახეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

გარდაცვლილის შვილი ამბობს, რომ მამას გული აწუხებდა.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მოყვანას გულისხმობს.