თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. გოგონა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
დეტალების დაზუსტებას „ინტერპრესნიუსი“ ამ წუთებში ცდილობს.
გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც 123-ე საჯარო სკოლის დირექტორი, თამარ ლოსაბერიძე აცხადებს, მომხდარის შესახებ სკოლამ დღეს დილით გაიგო ერთ-ერთი მოსწავლისგან. ლოსაბერიძის თქმით, შემთხვევა გუშინ ღამით, მოზარდის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
“გოგონას თანაკლასელს ერთ-ერთმა მოსწავლემ მისწერა, რაღაც მოხდაო. ჩვენთვის არ იყო ცნობილი თავიდან, შემდგომ გადავრეკეთ და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა. გამორჩეული გოგონა იყო, გამოირჩეოდა განათლებით, თავისი ასაკის ბავშვებს უსწრებდა. თავისუფალი აზროვნება ჰქონდა, იტყოდი, რომ მეცხრე კლასელი კი არა, მეთორმეტე კლასელი იყო”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

