32 წლის ნათია სუბელიანს სამზარეულოში გულის შეტევა მოუვიდა – ამ დროს ის სახლში მარტო იყო

32 წლის ნათია სუბელიანს სამზარეულოში გულის შეტევა მოუვიდა - ამ დროს ის სახლში მარტო იყორუსთავში, XX მიკრორაიონში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი 32 წლის ნათია სუბელიანია.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ქალი ბინაში მარტო იმყოფებოდა, როდესაც გულის შეტევა დაემართა.

ოჯახის ახლობლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მას, სავარაუდოდ, თრომბი განუვითარდა.

გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. უეცარი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო დაახლოებით 2 კვირაში დაასახელებს.

ბინა ჩაკეტილი იყო, რის გამოც ადგილზე მაშველები გამოიძახეს, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი სამზარეულოში ნახეს, ის სავარაუდოდ საჭმელის გაკეთებას აპირებდა

ნათია სუბელიანს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ინფორუსთავი