ავლაბარში მანქანამ ქალი გაიტანა და მოკლა

ავლაბარში მანქანამ ქალი გაიტანა და მოკლაავლაბარში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.