ბაიერნი უსმან დემბელეთი დაინტერესდა

ბაიერნი უსმან დემბელეთი დაინტერესდამას შემდეგ რაც ბაიერნმა ვერ შეძლო ლეროი სანეს ყიდვა, მიუნხენელები აგრძელებენ ახალგაზრდა სწრაფ ფორვარდებზე ნადირობას და ამჯერად მათი ინტერესების სფეროში უსმან დემბელე მოექცა. ბაიერნი მზად არის დემბელეს ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს და შესაძლოა ბარსელონა დემბელეს გაშვებაზე დათანხმდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გუნდში ნეიმარი დაბრუნდა.

დემბელეს შეძენა ბაიერს რამდენიმე წლის წინაც სურდა, მაგრამ მაშინ უსმანმა დორტმუნდის ბორუსიაში გადასვლა ამჯობინა, ბარსელონაში კი ის 2017 წლიდან თამაშობს.