ბათუმთან მოპედი სატვირთოს შეეჯახა – 50 წლის მამაკაცი დაშავდა

ბათუმთან მოპედი სატვირთოს შეეჯახა - 50 წლის მამაკაცი დაშავდაბათუმი-მახინჯაურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი კონტაქტური იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთმანეთს მოპედი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ.

ავარიის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე წუთი შეზღუდული იყო. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რა სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

იპნ