დიდი ბრიტანეთი – კონსერვატორების არჩევნების პირველი ტური ბორის ჯონსონმა მოიგო

დიდი ბრიტანეთი - კონსერვატორების არჩევნების პირველი ტური ბორის ჯონსონმა მოიგოდიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში კონსერვატორმა დეპუტატებმა პარტიის ლიდერის არჩევნების პირველი ტური ჩაატარეს. დიდი უპირატესობით პირველ ადგილზეა ბორის ჯონსონი (114 ხმა). მეორე ადგილზეა ჯერემი ჰანტი (43), მესამეზე მაიკლ გოუვი (37).

პირველ ტურში ათიდან 3 კანდიდატი გამოვარდა.

მეორე ტური მომავალ კვირაში ჩატარდება. 20 ივნისისთვის დეპუტატებმა 2 პრეტენდენტი უნდა დატოვონ და ამ ორიდან ლიდერს უკვე პარტიის ყველა წევრი აირჩევს. პარტიის ახალარჩეული ლიდერი ავტომატურად დაიკავებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს, რომელიც ჯერ ტერეზა მეის უკავია.

იპნ