გორი-ერგნეთის საავტომობილო მაგისტრალის ქიწნისის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.
თბილისის მიმართულებით მოძრავ მინივენს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ბმვ-ს მარკის ავტომანქანა შეეჯახა.
მინივენის მძღოლი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, 5 მგზავრი კი, რომელთა შორის 2 წლის ბავშვიცაა, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.
სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს ბმვ-ში მყოფმა პირებმაც.
ბმვ-ს ავტომობილის მძღოლი და 2 მგზავრი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.
„გორმედის“ მორიგე ექიმის დავით გასიტაშვილის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს და მის 2 წლის შვილს მცირე ექსკორაციები აღენიშნებათ და ორივე მათგანი ტრამბულატორიული პაციენტია. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, მძიმეა 25 წლის მამაკაცისა და ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. სხვა დაშავებულებს პირველადი დახმარება და პირველადი კვლევები უტარდებათ.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართვველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეექვსე მუხლით მიმდინარეობს.
იპნ

