ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტში.
“ნიუპოსტის” ცნობით, სოფელ ზერტში ერთმანეთს “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი და “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი მამაკაცი და სამი ქალია.
როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.
აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

