ხობისწყალში მეცხრე კლასის მოსწავლე დაიხრჩო

ხობისწყალში მეცხრე კლასის მოსწავლე დაიხრჩოხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში, მდინარე ხობისწყალში მეცხრე კლასის მოსწავლე დაიხრჩო. ერთ-ერთი ვერსიით, ბიჭს ბანაობისას გული გაუჩერდა.

მისი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც შს სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.