თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებლის, მანანა ჩოხელის დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც ირკვევა, მანანა ჩოხელი ყინწვისში ექსკურსიაზე მოსწავლეებთან ერთად იყო, როდესაც დიდი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.
გარდაცვლილის კოლეგები ამბობენ, რომ ჩოხელი ხის ფიცარზე მოსწავლეებთან ერთად იჯდა, მოსწავლეები ფოტოს გადასაღებად წამოდგნენ, რა დროსაც პედაგოგმა წონასწორობა დაკარგა და ხევში 25 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მე-14 სკოლის მასწავლებლების თქმით, ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამსახურის წარმომადგენლები დროულად გამოცხადდნენ, თუმცა თავის არეში მძიმე ტრავმების გამო პედაგოგის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მანანა ჩოხელი დღეს დაკრძალეს.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
იმედინიუსი

