“როცა საუბარია ლევანზე (ვასაძე), 10 წლიდან ერთად ვართ და დავინახე ლევანის დემონიზაციის მცდელობა და მისგან რაღაცა კატასტროფული იმის გაკეთების. ვიმეორებ, 40 წელია ერთად ვართ. ახლა აღარ გვაქვს ისეთი მეგობრული ურთიერთობა. ლევანს ცხოვრებაში არავინ არ დაუჩაგრავს და არავის წინააღმდეგ ბოროტება არ გაუკეთებია. ხედავთ, რომ განსხვავებულ პოზიციაზე ვართ, ჩემთვის ლგბტქ თემის დარდი გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ერთმანეთის დემონიზიაცაიას მოვახდენთ, ერთმანეთს კოშმარულ სახელებს დავარქმევთ – ერთნი ამას ქრისტიანობის სახელით გავაკეთებთ, რაც ქრისტიანობაში საერთოდ არ არის, ხოლო მეორენი თავისუფლების სახელით გავაკეთებთ, ლიბერალიზმის სახელით შევეცდებით, რომ შევიზიზღოთ განსხვავებული, ის ზუსტად ერთი და იგივე მიმართულების გზაა.
მე ჯერჯერობით არ დამინახავს კრიმინალის ნიშნები და ნუ დავარქმევთ ამას კრიმინალს, სანამ კრიმინალი არ არის. მე მომისმენია მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომ განვახორიცელოთ რაღაცა ტიპის ღონისძიებები იმიტომ რომ მეორე ადამიანის არა ქმედება, არამედ რიტორიკა არ მომეწონა. ყველას უნდა მივცეთ თავისუფლების უფლება”, – განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.
აიპრესი

