მაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ქალი გადაარჩინეს

მაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ქალი გადაარჩინესმაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს.

როგორც სამაშველო სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ დაბა სტეფანწმინდაში თხილამურებით სრიალის დროს გერმანიის მოქალაქე დაშავდა.

“შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა სწრაფი რეაგირების მაშველების მობილიზება, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.