”მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით” – ფანჯრიდან გადმოვარდნამდე ელენე გვარჯალაძემ პოსტი დაწერა

”მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით” - ფანჯრიდან გადმოვარდნამდე ელენე გვარჯალაძემ პოსტი დაწერარამ გამოიწვია მეცხრეკლასელი გოგონას დაღუპვა?! ელენე გვარჯალაძე რამდენიმე კვირის წინ ავარიაში ტრაგიკულად დაღუპული მევლუდ მელაძის შვილის, ნიკა ჯორჯაძის ახლო მეგობარი იყო. შესაბამისად, ვრცელდება ვერსია, რომ შესაძლოა საქმე არა უბედურ შემთხვევასთან, არამედ თვითმკვლელობასთან გვქონდეს.

ჯორჯაძის გარდაცვალების შემდეგ 14 წლის გოგონა სოციალურ ქსელში არაერთ ემოციურ პოსტს აქვეყნებდა. ბოლო პოსტი მან გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

“ტკივილი.მწარე ტკივილი.შიგნიდან მწვავს.
ყველაზე მეტად მიყვარხართ.
ყოველთვის მეყვარებით.
დამელოდეთ.
არსად წახვიდეთ.
მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით.
ისევ ვივლით და დავიწყებთ რაღაცეების გაფუჭებას.
მენატრებით.
მაძუგები forever <3 !!”

შეგახსენებთ, 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე გოგო მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი