ფონიჭალაში სატვირთო მანქანა ჰონდას შეეჯახა – ჰონდას მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ფონიჭალაში სატვირთო მანქანა ჰონდას შეეჯახა - ჰონდას მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანესთბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ,,ჰონდას” მარკის მსუბუქ ავტომობილს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, რომლის შემდეგ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ავარდა.

შემთხვევის შედეგად ,,ჰონდას” მარკის ავტომობილის მძღოლი დაშავდა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ქვემო ფონიჭალაში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

იპნ