ავტობანზე, ქარელის გადასახვევთან, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტოს სოციალურ ქსელში მაიკო ჩიტაშვილი ავრცელებს.
იპნ

