ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლის ქალი დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, ქალი სავარაუდოდ გზაზე გადადიოდა, როდესაც ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ გზაზე მოხდა.
გარდაცვლილი ქალი ადგილობრივი სკოლის მასწავლებელია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

