რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში, იარაღის ქარხანა „კრისტალში“ ზედიზედ რამდენიმე აფეთქება მოხდა. აფეთქებები საკმაოდ მძლავრი იყო და მას ხანძარიც მოჰყვა, – იუწყება „გაზეტა.რუ“. დაშავებულია 40 ადამიანი. მათგან 15 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი მონაცემებით, ტროტილის საამქროში აფეთქებების მიზეზი სამუშაოების წარმოებისას ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა.
ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახალი აფეთქებები მოსალოდნელი არ არის. მან ასევე თქვა, რომ გარემოს ქიმიური ნარჩენებით მოწამვლა არ მოხდება.